დავიღალეთ... - კალიურანდი "ქართულ ოცნებას"
დავიღალეთ "ოცნების" მხრიდან იმის მტკიცებით, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში მყოფ "ოცნების" ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა.
ევროპარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ რეკომენდაციები ზედაპირულად და წვრილმანების დონეზეა მხოლოდ შესრულებული.
რეკომენდაციები არის არასრულად, ზედაპირულად და წვრილმანების დონეზე შესრულებული. საქართველო დღეს მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით უკანაა. პარტნიორები არიან ძალიან დაღლილები ხელისუფლების მხრიდან მტკიცებით, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას. ეს კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელოა". - განაცხადა ევროპარლამენტარმა