როდესაც საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამან სპეკულაციები გამოიწვია - ბოჭორიშვილი

08.06.23 14:03
როდესაც საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამან სპეკულაციები გამოიწვია - ბოჭორიშვილი

დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გართულებაში "ოცნების" წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი პასუხისმგებლობას ევროპარლამენტს აკისრებს.

ბოჭორიშვილი ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ  3-მა რეზოლუციამ რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო, არააკურატულობა შექმნა.

"ოცნების" წარმომადგენელ;მა ასევე პირდაპირ უთხრა ევროპარლამენტს, რომ გასულ წელს, როდესაც საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამ ფაქტმა სპეკულაციები გამოიწვია. 

რთულია დავაიგნოროთ 3 რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო და რომელმაც ნეგატიური გავლენა მოახდინა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ ევროპარლამენტარებთან დისკუსიებს არასდროს გავქცევივართ და კითხვებზე პასუხზე უარი არასდროს გვითქვამს, როდესაც ეს შეკითხვები ბრიუსელიდან მოდიოდა, მიუხედავად ამისა დოკუმენტმა, რომელიც გასულ წელს ევროპარლამენტმა მიიღო, შექმნა არააკურატულობა, რომელიც დაეხმარა მხოლოდ მათ, ვისაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სიცარიელის შექმნა სურთ. ეს არ არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს. იმედია, ჩვენ შევქმნით ნდობას, პატივისცემას ასეთ კრიტიკულ მომენტში.

გასულ წელს საქართველომ გამოთქვა სურვილი უკრაინასთან და მოლოდვასთან ერთად გამხდარიყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ 12 რეკომანდაციის შესრულება დაგვეკისრა. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი შესრულებულია. გასულ წელს, როდესაც საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამ ფაქტმა სპეკულაციები გამოიწვია". - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები