მაქვს პატივი გელაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილის სახელით - წითლიძის კრიტიკული გამოსვლა ევროპარლამენტში
მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილის სახელით - ასე დაიწყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ გამოსვლა ევროპარლამენტში.
გამოსვლაში მან ისაუბრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემქმნელზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლზე, მის ტყვეობასა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომაორეობაზე, პოლიტპატიმრებსა და კანდიდატის სტატუსზე. ასევე, საქართველოს მოქალაქეების იმ 89% ზე, რომელთა არჩევანიც არის ევროპა, იმ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს საქართველოს, ოლიგარქიულ კლანზე და საქართველოში არსებულ კორუფიაზე.
მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ის ახლა ციხეშია, პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებითსთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია.
გეოპოლიტიკური შესაძლებლობა რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას.თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავალის დასაცავად, რუსულო კანონის წინააღმდეგ.
2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა - ძნელად წარმოასადგენი იყო რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდა არის ის რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში.
ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქაცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. კიდევ უფრო მეტი ვიდრე აქ ავღნიშნავ.მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები - საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად - ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს". - განაცხადა წითლიძემ.