სკანდალი: შტატებმა საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება
ღარიბაშვილის მთავრობა ახალ სკანდალში ეხევა - შეერთებულმა შტატებმა საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, ევროკავშირის ღონისძიებაზე თქვა, რომ საქართველო ყაზახეთი სომხეთი გაერთიანებული საემიროები და თურქეთი რუსეთს აწვდიან, ისეთი ელექტროტექნიკას, რაც სანქციების წესებით რუსეთში არ უნდა შედიოდეს.
ძირითადი მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს მისი ომის მანქანისთვის ესაჭიროება, დაუბრუნდა ომამდელ დონეს, რადგან რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში უკეთესი გახდა. ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი, დაახლოებით ომამდელ დონეზე, რაც გულისხმობდა ჩიპებს, პროცესორებს და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის არის საჭირო.
შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა განსაკუთრებით ხუთი ქვეყანა, რომლებიც იწვევენ გვერდის ავლის პრობლემას: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი" - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე.
ამ ფონზე კი ამერიკული გამოცემა CNBC-ი წერს, რომ ევროკავშირი და დიდი შვიდეულის მოკავშირეები, შეზღუდვებს დაუწესებს ყველას, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.