დაცინვის ღირსია - კალაძის საპასუხო იერიში კალიურანდრის მწვავე გზავნილებზე
ევროპარლამენტიდან გაკეთებულ მწვავე გზავნილებს "ოცნება" საპასუხო იერიშით ხვდება.
თბილისის მერი კახა კალაძე პირდაპირ ამბობს, რომ მარინა კალიურანდრის განცხადებები შეუარცმყოფელია და რეალობას არის აცდენილი.
კალაძის თქმით, კალიურანდრი დაცინვის ღირსია.
"ნამდვილად ეტყობა სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მემგონი საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასტან მიმართებაში. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია. ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენს ქვეყანის ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები. ჯერ რას ნიშნავს ზედაპირული შესრულება, ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის.
როდესაც ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს იმას, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას, ეს ადამიანი რბილად რომ ვთქვათ, არის დაცინვის ღირსი". - ამბობს კალაძე.
ევროპარლამენტარმა "ოცნების" ხელისუფლებას უთხრა ,ნუ დააბრალებენ დასავლეთს საქართველოში არსებულ პოლარიზაციას და ურჩია სარკეში ჩაიხედონ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უკეთესად.