"ფრენებზე მოსკოვის გადაწყვეტილებას საქართველოს თანხმობა სჭირდებოდა" - ევროპარლამენტარის პასუხი სეფაშვილს

08.06.23 15:29
"ფრენებზე მოსკოვის გადაწყვეტილებას საქართველოს თანხმობა სჭირდებოდა" - ევროპარლამენტარის პასუხი სეფაშვილს

"ხალხის ძალის" დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, ბრიუსელში მიმდინარე განხილვაზე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე ისაბრა და თქვა, რომ  ფრენების აღდგენა რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.

 "მინდა შეგახსენოთ, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთმა ეს ფრენები შეწყვიტა, ევროპის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ მოსკოვს, რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებებს. გამოდის, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, მთელი დასავლური საზოგადოება ფრენების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა. ახლა რატომ შეიცვალა დამოკიდებულება?" - განაცხადა სეფაშვილმა.

ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს ცალმხრივად, რომ რომელიმე ქვეყანაში სურს ფრენები - ასე უპასუხა ეკა სეფაშვილის  განცხადებას ევროპარლამენტარმა ლუკ დევინმა და განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა ცალმხრივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან მოსკოვს საქართველოს თანხმობაც სჭირდებოდა.

"პირველ რიგში ქალბატონ სეფაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა, სხვაგვარად ფრენები ვერ აღდგებოდა. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს ცალმხრივად, რომ რომელიმე ქვეყანაში სურს ფრენები. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში ორმხრივი იყო. გარდა ამისა, დიახ, იყო მოწოდებები 2019 წელს, რომ ფრენები არ შეწყვეტილიყო, მაგრამ ეს იყო ომამდე და რუსეთის აგრესიამდე."- თქვა ევროპპარლამენტარმა.

 

მსგავსი სიახლეები