საქართველოს ეკონომიკამ რუსეთის იზოლაციით ისარგებლა, თუმცა ახლა დასავლეთის შესაძლო სანქციების რისკის ქვეშაა - CNBC
"უკრაინის ომი საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკაზე დადებითად აისახა, თუმცა ახლა ქვეყნებს, რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობის გამო, დასავლეთისგან სანქციები ემუქრება"- ამ შინაარსის სტატიას ~ გავლენიანი ამერიკული გამოცემა, CNBC ავრცელებს.
პუბლიკაციაში წერია, რომ ევროკავშირი და დიდი შვიდეულის მოკავშირეები, შეზღუდვებს დაუწესებს ყველას, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-იდან ექსპორტი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მკვეთრად გაიზარდა, რაც მიუთითებს „შუამავლობითი ვაჭრობის“ ზრდაზე, რომლის საშუალებითაც საქონელი ცენტრალური აზიის ეკონომიკაში გადადის და შემდგომ რუსეთში იყიდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსა და სომხეთში გასულ წელს ეკონომიკა, შესაბამისად, 10.1%-ითა და 12.6%-ით გაიზარდა, რასაც რუსი მუშახელის, სიმდიდრისა და ვაჭრობის ზრდით პოსტპანდემიური აღდგენის გაძლიერებას უკავშირება"- წერია სტატიაში.