სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა ჩემთვის მიუღებელია - რატი ბრეგაძე

08.06.23 15:38
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა ჩემთვის მიუღებელია - რატი ბრეგაძე

პოლიტიკური დირექტივა გაცემულია, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არ უნდა აღუდგინოს.

ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

"როდესაც ადამიანი იყო სახელმწიფოს მეთაური, იყო მთავარსარდალი, გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან, დატოვა საქართველოს მოქალაქეობა საკუთარი გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ მიეღო უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა და ჩადგა სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ეს მინიმუმ უცნაურია და ჩემთვის პირადად მიუღებელი მსგავსი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აუცილებლად იხელმძღვანელებს ამ მოსაზრებებით, როდესაც დადგება მის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტი, თუ რა თქმა უნდა დაგება და მართლა გადაწყვეტს ვინმე, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე, უცხოელს საქართველოში არ აქვს, არ აქტიური არც პასიური საარჩევნო ხმა და შესაბამისად ვერანაირად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკაში" - ამბობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

მსგავსი სიახლეები