"ცალკე ვაია, რომ ზურაბიშვილის სააკაშვილსთვის მოქალაქეობა რომ აქვს დასაბრუნებელი" - ირაკლი ნადირაძე

08.06.23 16:41
"ცალკე ვაია, რომ ზურაბიშვილის სააკაშვილსთვის მოქალაქეობა რომ აქვს დასაბრუნებელი" - ირაკლი ნადირაძე

"ჯერ ზურაბიშვილის დასაბრუნებელი რომ აქვს მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ეს ცალკე ვაი არის ამ ქვეყანაში"- ამის შესახებ "პირველებს" ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილისთვის მომქალაქობის ჩამორთმევა შეცდომა იყო: 

მიხეილ სააკაშვილს იმდენი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, რომ ამ ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყვნენ რუსები, რომ არ ყოფილიყვნენ პირდაპირ პუტინისგან ხელდასმული ადამიანები, მისთვის მოქალაქეობა არაფრისდიდებით არ უნდა ჩამოერთმიათ, ამიტომ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილის საჩუქებელი მოქალაქეობა არ აქვს, მას მოქალაქეობა ეკუთვნის სამუდამოდ" - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.

მსგავსი სიახლეები