"შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი" - "ოცნების" დეპუტატი

08.06.23 15:50
"შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი" - "ოცნების" დეპუტატი

"შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი" - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევს.

მმართველი პარტია მტკიცებულებებს ითხოვს:

"მთელი ამ ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, რამდენიმე წელია, გრძელდება სიცრუის ტირაჟირება და, მათ შორის, სამწუხაროდ, იმიჯის დამაზიანებელი განცხადებები გვესმის. როგორ შეიძლება, 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რომ ერთი მტკიცებულება დადებულიყო, ყველას გვენახა და გვეთქვა, რომ დიახ, ეს, თურმე ასე ყოფილა". - ამბობს ღუდუშაური. 

მსგავსი სიახლეები