მწვავე გზავნილები ევროპარლამენტიდან - რატი ბრეგაძე მტკიცებულებებს ითხოვს
მწვავე გზავნილები ევროპარლამენტიდან - იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტარებისგან მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს.
რატი ბრეგაძის თქმით, ევროპარლამენტი ერთიანი ხმით არ საუბრობს და მასში ბევრი განსხვავებული აზრია.
ევროპარლამენტში ძალიან ბევრი განსხვავებული აზრია, სწორედ ეს არის დემოკრატია. თქვენ რა გგონიათ, ევროპარლამენტი ერთიანი ხმით საუბრობს ყველგან და ყველა ერთ აზრზეა? არა. ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის მოსაზრება. შეიძლება, სხვა დეპუტატსაც ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი აუცილებლად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გაგიხარდებათ როგორც თქვენ, ასევე საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. თუკი ვინმე გვაკრიტიკებს, მან უნდა მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები. საქართველოში სასამართლო სისტემა დღეს არის ყველაზე დამოუკიდებელი მისის არსებობის ისტორიაში. კარგის მეტი არაფერი გაგვიგია ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით". - ამბობს რატი ბრეგაძე.
ჩაიხედეთ სარკეში და დაინახეთ საკუთარი დანაშაული" - ცხარე დებატები ევროპარლამენტში. "ქართულ ოცნებას" მძიმე წუთები უდგას. გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები "ოცნების" ლიდერებს ყველაფერს ღიად და დაუფარავად ეუბნებიან. ევროპული რეკომენდაციები არ სრულდება, პარტნიორები დაიღალნენ.. საქართველოს ხელისუფლება კრემლის სახელმძღვანელის პრინციპებით მოქმედებს - ამ გზავნილებს ევროპარარლამენტარებისგან "ოცნების" მაღალჩინოსნები ბრიუსელში ოპოზიციის პირისპირ ისმენენ.