"სააკაშვილს როგორ უნდა აღუდგინონ მოქალაქეობა, საკუთარ ქვეყანას და ხალხს ზურგი აქცია" - ალუდა ღუდუშაური
"სააკაშვილს, რომელმაც საკუთარ ხალხს ზურგი აქცია, მოქალაქეობა როგორ უნდა დაუბრუნო?"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს მოქალაქეობის აღდგენა თავად არ სურს და ძალით არ უნდა მოანიჭონ:
"სააკაშვილს როგორ უნდა აღუდგინონ მოქალაქეობა, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები რამდენიმე თვის წინ, მორიგ ჯერზე, სრულიად სამარცხვინო ნაბიჯით, პრაქტიკულად საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს ზურგი აქცია და თქვა, რომ ის არ ისაუბრებს ქართულად და ისაუბრებს მხოლოდ უკრაინულ ენაზე. უკრაინის მოქალაქეობა აქვს ამ ბატონს როგორც ვიცით, შესაბამისად ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ამ ადამიანს ძალით უნდა მისცენ მოქალაქეობა, არ უნდა მას არც საქართველო არ საკუთარი ხალხი უნდა" - ამბობს ალუდა ღუდუშაური.