ცრუპენტელები - "ოცნების" ახალი თავდასხმა პრეზიდენტზე

08.06.23 16:01
ცრუპენტელები - "ოცნების" ახალი თავდასხმა პრეზიდენტზე

"ქართული ოცნების" ახალი თავდასხმა პრეზიდენტზე - სალომე ზურაბიშვილი ალუდა ღუდუშაურმა ცრუპენტელად გამოაცხადა.

ღუდუშაური ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება, რომ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენა სებ-ში მას რაღაც დამოუკიდებლობას წაართმევს, წარმოუდგენელია სიცურეა.

"იმდენად იტყუებიან, რომ ცრუპენტელები არიან. თურმე, ეროვნულ ბანკში ერთი პირის წარდგენა, სულ რომა რ იყოს მისაღები ვინმესთვის, სადაც არის ბორდი, რომელიც ძირითადად მართავს და აკონტროლებს ამ უწყებას,  ეს თურმე რაღაც დამოუკიდებლობას წაართმევს. საოცრება ხდება". - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
 

ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდების სპეცოპერაცია სალომე ზურაბიშვილმა ჩაუშალა. მაშანტაჟებენ! - ასეთი იყო გუშინ პრეზიდენტის პასუხი, რომელიც დილიდან "ქართულის ოცნების" თავდასხმის სამიზნე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც პრეზიდენტმა ივანიშვილის პოლიტური მემკვიდრეები შანტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ აიძულებენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად წარადგინოს ივანიშივლისთვის სანდო ადამიანი, ფინანსთა მოქმედი მინისტრი ლაშა ხუციშვილი. 

მსგავსი სიახლეები