ივანიშვილს საბანკო ოლიგარქიის ბოლომდე გაფორმება უნდა - ნადირაძე
ენმ-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ეროვნული ბანკი ხელში ჩაიგდოს, რათა ამით კურსი და ინფლაცია აკონტროლოს და გარატაკებული ხალხის ხარჯზე ხელსი მილიონები და მილიარდები ჩაიგდოს.
როგორც სასამართლოში დაამყარა ივანიშვილმა კლანი, ასევე უნდა, რომ საბანკო ოლიგარქია ბოლომდე გაფორმდეს და ეროვნული ბანკი სჭირდება სწორედ ამ მანიპულაციისთვის, რომ კურსი, ინფლანცია ათამაშონ თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით, ბოლომდე გააღატაკონ ხალხი. მიზანი არის ერთადერთი, რომ ბოლომდე საბანკო სისტემა ჩაიგდონ ხელში და ივანიშვილმა დამატებით მილიონები და მილიარდები იშოვოს". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდების სპეცოპერაცია სალომე ზურაბიშვილმა ჩაუშალა. მაშანტაჟებენ! - ასეთი იყო გუშინ პრეზიდენტის პასუხი, რომელიც დილიდან "ქართულის ოცნების" თავდასხმის სამიზნე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც პრეზიდენტმა ივანიშვილის პოლიტური მემკვიდრეები შანტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ აიძულებენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად წარადგინოს ივანიშივლისთვის სანდო ადამიანი, ფინანსთა მოქმედი მინისტრი ლაშა ხუციშვილი.