პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

08.06.23 17:13
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინ ისტაციის ცნობით, ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. 

მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.

მსგავსი სიახლეები