იუმორისტული ჟანრი - ბრეგაძე, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე

08.06.23 17:14
იუმორისტული ჟანრი - ბრეგაძე, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე

უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი, იუმორისტული ჟანრიდანაა - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2024 წლის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე დასმულ კითხვას.

ბრეგაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე არაა და შესაბამისად პოლიტიკაში ვერ იქნება ჩართული.

"იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ ეს კომენტარი, თუ საინფორმაციოსთვის. უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდან არის. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ასე ვერ მოხდება, ელემენტარულად, მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა, ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში არ აქვს არც აქტიური არც პასიური საარჩევნო ხმა. ნამდვილად გასაკვირია, უნდა ვთქვა ის, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას", - თქვა ბრეგაძემ.

ენმ-ში ამბობენ, რომ შესაძლოა, მომავალ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იყოს და რომ ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები