როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრს არ აინტერესებს - ხატია დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრისთვის დღის წესრიგიდან გამქრალია. ოპოზიციონერი დეპუტატი ინტერესდება როგორია პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა.
რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს პარლამენტის წევრი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ეკუთვნის და ამ მიმართულებით, არანაირი დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს.
"მას ისედაც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა მთელი თავისი დაბადების ისტორიით, საქართველოს პრეზიდენტი იყო, ამიტომ მე ვფიქრობ, არანაირი ფორმალური შეზღუდვა არ შეიძლება იყოს.
მთავარია როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორია მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ჩანს, არ არის ეს განხილვის თემა და ბევრს აინტერესებს, ამიტომ მეც არ ვიცი როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ კონტექსტი, აინტერესებს თუ არა მას, რომ იყოს პარტიის თავმჯდომარე, იყოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, იყოს აქტიურად ჩართული პოლიტიკაში და ა.შ." - ამბობს პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე.