სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვას იგივე გავლენა ექნება, რაც იქონია 2021 წლის არჩევნებზე, როცა "ოცნებამ" მოიგო - კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა ეკუთვნის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო ჩართულობას, როგორც ირაკლი კუპრაძემ "პირველებს" განუცხადა მას ისეთივე გავლენა ექნება, როგორიც 2021 წელის არჩევნებზე ჰქონდა.
უფრო კონკრეტულად "ლელოს" წევრი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის არჩევნების წინა დღით ჩამოსვლის გამო წაგებული არჩევნები მოიგო.
"მე ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა ცალსახად, ამას ჩემთვის ორი აზრი ან სხვა მხარე არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობა ან პერსპექტივაც ექნება ზუსტად იგივე გავლენა, რა გავლენაც იქონია 2021 წლის არჩევნებზე, როცა ის არჩევნების წინა დღეს ჩამოვიდა ქვეყანაში და ქართულ ოცნება, რომელიც აგებდა არჩევნებს, ქართულმა ოცნებამ მოიგო ის არჩევნები დიდი რაიონებში და მუნიციპალიტეტებში, მოიგო რით? შიშით, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, როგორც ამ ხელისუფლების ისე წინა ხელისუფლების მიმართ" - ამბობს "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.