"ინტერპრეტაცია ნეგატიურ ჭრილში" - "ოცნება" პრემიერის გამო ევროპელ დეპუტატებს აკრიტიკებს

08.06.23 17:38
"ინტერპრეტაცია ნეგატიურ ჭრილში" - "ოცნება" პრემიერის გამო ევროპელ დეპუტატებს აკრიტიკებს

მწვავე დებატები ევროპარლამენტში - შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს ამტკიცებდა, რომ ევროპელმა დეპუტატებმა ღარიბაშვილის ციტატა კონტექსტის გარეშე ახსენეს.

ახვლედიანის თქმით, პრემიერი ღარიბაშვილი ანტიდასავლურ პროპაგანდას არ ეწევა.

თქვენ 3-ჯერ ახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ბუდაპეშტში. თქვენ მისი ციტატები მოიყავნეთ კონტექსტის გარეშე. პრემიერ მინისტრმა ისიც თქვა რომ ყველას უფლებები დაცულია საქართველოში. თქვენ ასევე ახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილის გამოთქვამა რუსეთის ომის მიზეზებზე. მე წაგიკითხავთ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომელიც ამავე სხდომაზე გააკეთა ევროკომიის პრეზიდენტმა. რომ ქვეყნები არის დარტყმის ქვეშ მათი სურვილის გამო რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი. ამიტომ ვწუხვარ რომ ვხედავ მზადყოფნას თუ როგორ შეიძლება ინტერპრეტაცია განცხადებების ნეგატიურ ჭრილში. ამიტომ ვერდაგეთანხმებით, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა პრემიერი ღარიბაშვილი". - ამბობს ახვლედიანი.

მსგავსი სიახლეები