ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტი - კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.
ინფორმაციას რეგიონული მედია qartli.ge ავრცელებს.
პროკურატურის მტკიცებით, კაცმა ქალს თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩაარტყა. კაცს ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდერი.
ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ ქალი თავად დაესხა თავს მამაკაცს და მის თანმხლებ პირს.
სასამართლომ ეს ფაქტი არ მიიღო შემამსუბუქებელ გარემოებად და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.