დასავლეთი მეორე ფრონტის ქცევის მცდელობაში არასდროს დაგვიდანაშაულებია - "ოცნების" დეპუტატი ევროპარლამენტარებს
"ოცნების" წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთი მეორე ფრონტის ქცევის მცდელობაში არასდროს დაუდანაშაულებია და ამის დამადასტურებელი არცერთი ოფიციალური პირის განცხადება არ არსებობს.
საუბარი რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება აბრალებს დასავლეთს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობაში, სიმართლე არ არის. არ არსებობს ოფიციალური პირის არცერთი განცხადება, რომელიც ამას მოწმობს. ჩვენ ვერ ვაიგნორებთ რისკებს, რადგან ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. რუსეთის პირველი სამიზნე ჩვენ ვიყავით 2008 წელს და დასავლეთი არ იყო ისეთი ერთიანი და აქტიური, როგორიც დღესაა. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ესკალაციის რისკი ისევ არსებობს.