ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, მის სიტყვებს ნოლის ფასი აქვს - ღუდუშაურის თავდასხმა ევროპარლამენტარზე

08.06.23 18:40
ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, მის სიტყვებს ნოლის ფასი აქვს - ღუდუშაურის თავდასხმა ევროპარლამენტარზე

მარია კალიურანდის მწვავე კრიტიკა "ოცნებას" - მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ევროპარლამენტარის სიტყვებს ნოლის ფასი აქვს.

ღუდუშაურის თქმით, ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება, რადგან სიმართლეს ასეთი სიცრუე ვერ მოუგებს.

"სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება. სიმართლეს ასეთი სიცრუე ვერ მოუგებს. იმიტომ, რომ საუბარია ქვეყანაზე, არც მეტი არც ნაკლები, არის დსთ-ს წევრი, იგივე რუსეთის კავშირის წევრი და თურმე, ეს ქვეყანა ყოფილა ჩვენზე წინ რაიმე კუთხით. როდესაც ამას საუბრობს ევროპარლამენტარი კი არა ვინც გინდა ის იყო, ძალიან დიდი უხერხულობაა. ამიტომაც არის, რომ მის ამ სიტყვებს ქართველ ხალხში, ნოლის ფასი აქვს"- თქვა ღუდუშაურმა.

ევროპარლამენტარმა "ოცნების" ხელისუფლებას უთხრა ,ნუ დააბრალებენ დასავლეთს საქართველოში არსებულ პოლარიზაციას და ურჩია სარკეში ჩაიხედონ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უკეთესად. 

 

მსგავსი სიახლეები