ლუკაშენკოს თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში დამნაშავე უკრაინაა

08.06.23 18:53
ლუკაშენკოს თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში დამნაშავე უკრაინაა

 კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში დამნაშავე უკრაინაა - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს მოუწია "კონტრშეტევის" სამი დღის დამალვა, სადაც თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა განადგურდა და 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამიტომ – კახოვკა. კახოვკის შედეგად ამის [დანაკარგების] შესახებ არავინ საუბრობს.

თქვენ ხედავთ როგორი აკურატული, ფრთხილი პოზიცია დაიჭირა აშშ-მ, ეს აღნიშვნის ღირსია. მათ თავიდანვე თქვეს: "ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ ჩაიდინა ეს, უნდა გავარკვიოთ". დაფიქრდით, რატომ მოხდა ასე?". - თქვა ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები