"ოცნებამ" ევროკომისიის რეკომენდაციები ჩააგდო" - უმძიმესი დღე ხელისუფლებისთვის და დებატები ევროპარლამენტში

08.06.23 20:06
"ოცნებამ" ევროკომისიის რეკომენდაციები ჩააგდო" - უმძიმესი დღე ხელისუფლებისთვის და დებატები ევროპარლამენტში

"ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის რეკომენდაციები ჩააგდო - ეს არის ვერდიქტი ბრიუსელიდან. უმძიმესი დღე ხელისუფლებისთვის და დებატები ევროპარლამენტში, რომელიც განაჩენის ტოლფასია. ასეთ ღია შტურმს ევროპარლამენტარების მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ. 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიში მხოლოდ კარგი წიგნია - ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას გავს. ევროდეპუტატებმა ოცნების წარმომადგენლებს ბრიუსელში ცივი წყალი გადაასხეს და პირდაპირ თქვეს,რომ საქართველოს პრემიერი სულ სხვა სამყაროშია. 

სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის ყველა ის ციტატა წაიკითხეს, სადაც საქართველოს პრემიერი თავს ესხმოდა   გაერთიანებას, ვის წევრობაზეც განაცხადი აქვს შეტანილი. ევროკავშირის ფანჯარა ღიაა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიხუროს - აფრთხილებს ბრიუსელი ოცნებას. მწვავე  რეზოლუციები ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა,   ევროპული რეკომენდაციები არ სრულდება -  პარტნიორები კი  დაიღალნენ. დღეს საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ  უთხრეს ყველაფერი, რაზეც აქამდე მხოლოდ დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ.

პოლარიზაციის შემცირებისთვის ერთადერთი გზა სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაა - ეს განცხადებები ისმოდა ევროპარალამენტში - ვრცლად, ნახეთ რუსუდან დუმბაძის ჩართვაში.

 

 

მსგავსი სიახლეები