ერთი ნაბიჯი სანქციებამდე - საქართველო რუსეთისთვის აკრძალული ელექტროტექნიკის მიწოდებაშია მხილებული
სანქციებამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება. საქართველო რუსეთისთვის აკრძალული ელექტროტექნიკის მიწოდებაშია მხილებული და შავი სიის კანდიდატების ხუთეულში მოხვდა. სკანდალი სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმის განცხადების შემდეგ აგორდა. ობრაიანი ამბობს, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება თანამედროვე იარაღის დამზადებაში, რომელსაც ოკუპანტი უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს.
ნებისმიერი ელექტრო-ტექნიკა, რაც მესამე ქვეყნების გავლით რუსეთს მიეწოდება, პირდაპირი დახმარებაა ომში. მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ოკუპანტები ყველაფერს შლიან და სამხედრო წარმოებისთვის იყენებენ. "ქართული ოცნება" კი მაინც მტკიცებულებებს ითხოვს. ის ჩიპები და პროცესორები, რაც რუსეთისთვის თანამედროვე იარაღის წარმოებისთვის აუცილებელია, საქართველოს მთავრობისთვის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკაა.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.