პოლიტიკური დირექტივა გაცემულია - "ოცნება" ზურაბიშვილს აფრთხილებს, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინოს
"ქართული ოცნების" შურისძიების ახალი ტალღა სააკაშვილის წინააღმდეგ. ქვეყნის პატიმარი პრეზიდენტი მოქალაქეობას ვერ მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი "ოცნებამ" პრაქტიკულად უკვე გააფრთხილა, რომ ამაზე არც კი უნდა იფიქროს. ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების ისე ეშინია, რომ არც კი განიხილავს მის არჩევნებში მონაწილეობას და ამ მიზნით მოქმედებაზე უკვე გადავიდნენ.
იყო თუ არა შეთანხმებული სააკაშვილთან მისი პრემიერობის კანდიდატად დასახელების საკითხი? ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრეზიდენტის დედა. გიული ალასანიას განცხადება აჩენს განცდას, რომ "ნაცონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სააკაშვილის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საჯაროდ ისე ისაუბრა, რომ მესამე პრეზიდენტთან შეთანხმებული არაფერი ყოფილა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.