სპეცოპერაცია სებ-ის მისატაცებლად - ზურაბიშვილის მიერ ჩაგდებული გარიგების შემდეგ, "ოცნება" გეგმა ბე-ზე გადავიდა
სპეცოპერაცია ეროვნული ბანკის მისატაცებლად. სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩაგდებული გარიგების შემდეგ ქართული ოცნება გეგმა ბე-ზე გადავიდა. ვიცე პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება ეროვნულ ბანკში და იქ ლაშა ხუციშვილის განწესება - ეს არის ხელისუფლების შემოვლითი გზა, იმისთვის, რომ ივანიშვილის ფავორიტი მინისტრი ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში გადაიყვანონ. თუმცა ოლიგარქის ბარიერი ამ გზაზე ისევ ზურაბიშვილია. ხუციშვილის წარდგენაზე პრეზიდენტი უარს ამბობს.
ხუციშვილის ვიცე პრეზიდენტობა ნიშნავს ეროვნული ბანკის სრულ კონტროლს - ამბობენ ოპოზიციაში. მათი თქმით, ივანიშვილის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ყველა ტრანზაქცია, რომელიც ბანკის გავლით ხორციელდება.
ლაშა ხუციშვილის მამა დღემდე ოლიგარქის ყველაზე სანდო ფინანსიტია. ერთადერთი წინაღმდეგობა ივანიშვილის გეგმებში სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.