რაზე ისაუბრეს შოლცმა და ღარიბაშვილმა - შეხვედრის თემა გერმანულმა გამოცემამ გაასაჯაროა

09.06.23 20:04
რაზე ისაუბრეს შოლცმა და ღარიბაშვილმა - შეხვედრის თემა გერმანულმა გამოცემამ გაასაჯაროა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იყო მთავარი თემა, რომელზეც დღეს საქართველოს პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა ისაუბრეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ბი ერნ რი" წერს.

გამოცემის თანახმად, ოლაფ შოლცს, სურს ხელი შეუშალოს რუსეთს მოიპოვოს უფრო მეტი გავლენები საქართველოზე. 

გერმანიას, რა თქმა უნდა, ესმის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ შეუძლია ევროკავშირის წევრობა, თუმცა მას ასევე არ სურს, რომ საქართველოს რუსეთს კიდევ უფრო დაუახლოვდეს, - წერია სტატიაში. 

გამოცემის ცნობით, ევროპა შიშობს, რომ თუ გაწევრიანება გადაიდება, რუსეთის და ჩინეთი რეგიონში გავლენების გაძლიერებას შეეცდებიან. "ბი ერ ენის" ინფორმაციით, რეალისტურია ასევე მაკრონის გეგმის ამოქმედება ევროპაში თანამეგობრობის შექმნის შესახებ, სადაც კანდიდატი წევრი ქვეყნები იქნებიან გაწევრიანებულები. ამაზე სტატიაში ევროპული პოლიტიკის მკვლევარები საუბრობენ.