ენმ რაც სწრაფად შემოვა პარლამენტში, უკეთესი იქნება მათთვის - სალომე სამადაშვილი

22.05.21 13:57
ენმ რაც სწრაფად შემოვა პარლამენტში, უკეთესი იქნება მათთვის - სალომე სამადაშვილი

ფრაქცია "ლელოს"  წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ-ს მიერ პარლამენტში შესვლა პარტიისთვის იქნება უკეთესი. 

ნაციონალური მოძრაობა რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება მით უკეთესი იქნება პარტიისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი ყველა ვარიანტში შესრულდება, მიუხედავად იმისა ენმ რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია. კიევიდან დაბრუნებულმა ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ პარტია გადაწყვეტილებას თვის ბოლოს გამოაცხადებს.  

მსგავსი სიახლეები