რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ხატია დეკანოიძეს პარლამენტთან რამდენჯერმე დახვდა, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

14.06.23 17:34
რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ხატია დეკანოიძეს პარლამენტთან რამდენჯერმე დახვდა, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

პოლიციელებმა პარლამენტის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დაასრულეს - "პირველების" ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პოლიტიკოსს ბოლო რამდენიმე დღეა, ქუჩაშ ხვდება, გაურკვეველი მიმართულებით წაყოლას თხოვს და ეუბნება, რომ საქართველოში მის გამო ჩამოვიდა. 

დეპუტატი "პირველებთან" ამბობს, რომ ექიმებმა აღნიშნული პირი შეამოწმეს და ის სრულიად ჯანმრთელია: 

მაღაზიაში ჩავედი სხდომიდან, გამომეკიდა და ეს ცოტა შემაშფოთებელი იყო, როდესაც რუსულად მოსაუბრე ადამიანი მეუბნება, რომ რუსეთიდან ჩამოვიდა მხვდება საქართველოს პარლამენტის წინ და დღეს უკვე პარლამენტის დაცვამ შეამჩნია, რომ აქვე იდგა და თქვენ გამოგეკიდათ და ხომ არ გინდათ დახმარება და მერე დაუძახა პატრულს. გამოკვეთილი აქვს საზღვარი 12-ში თუ არ ვცდები, არის რუსეთის მოქალაქე. ამბობს, რომ ჩემი გულისთვის ჩამოვიდა, მე მიზეზ ვერ გეტყვით, მაგრამ ამას ამბობს და მათ შორის საპატრულო პოლიციამ გადაწყვიტა, რომ გადასცეს შემაკავებელი ორდერი, რომ მე არ მომიახლოვდეს იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც საშიშროება იყოს, ექიმების შემოწმებით არის ჯანმრთელი არავითარი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები