უმძიმესი მოსასმენია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ბოდიშებს უხდის კრემლის პროპაგანდისტებს - დაუშვილი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი უმძიმესს უწოდებს ზურაბ აბაშიძისა და კრემლის პროპაგანდისტის, მარკ ზილბერკვიტის აუდიო-ჩანაწერს.
დაუშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდა, ეს მართლაც უმძიმესი იქნება ის ფაქტი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი დგას და ბოდისებს ხდის კრემლის წინაშე.
მინდა გითხრათ, უმძიმესი მოსასმენი იყო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასე დგას და ბოდიშებს უხდის კრემლის პროპაგანდისტებს, ეს მიუღებელია. ჩანაწერის ავთენტურობას გადამოწმება სჭირდება, მაგრამ თუ ეს ჩანაწერი ნამდვილია, ფაქტი უმძიმესია. ეს გარკვეულ ეჭვებსაც აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა სახის კომუნიკაციები არსებობდა და არსებობს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით".- ამბობს დაუშვილი.