რისთვის ვიხდით ბოდიშს, ან საერთოდ რაზე ელაპარაკებიან რუსეთს - ხიდაშელი ფარულ ჩანაწერზე

14.06.23 19:19
რისთვის ვიხდით ბოდიშს, ან საერთოდ რაზე ელაპარაკებიან რუსეთს - ხიდაშელი ფარულ ჩანაწერზე

რისთვის ვიხდით ბოდიშს, ან საერთოდ რაზე ელაპარაკებიან რუსეთს - ასე ეხმაურება თინა ხიდაშელი ზურაბ აბაშიძისა და კრემლის პროპაგანდისტის, მარკ ზილბერკვიტის ფარულ აუდიო-ჩანაწერს.

ხიდაშელი ამბობს, რომ თუ ჩანაწერი რეალური და ავთენტურია, ეს ძალიან სამარცხვინოა.

პოლიტიკოსის თქმით, ამ შეურაცხყოფას ახალი თაობა არავის აპატიებს და ამაზე აუცილებლად იქნება პროტესტი.

სამწუხარო რეალობა არის ამ ყველაფრის მოსმენა. არამგონია, რომ ვინმესთვის სიურპრიზი იყო. ესენი არიან პუტინის მეხოტბეები არიან და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ პრობლემა, რომ ასეთ ხალხს ბოდიში მოუხადონ. ჩვენს ქვეყანაში არიან ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან მზად შეეგუონ ამ რეალობას და აპატიონ ვინმეს ეს შეურაცხყოფა. აუცილებლად იქნება პროტესტი.

რისთვის ვიხდით ბოდიშს, ან საერთოდ რაზე ელაპარაკებიან, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ. ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო ჩანაწერია, თუ ის რეალური და ავთენტურია.

იმის მიუხედავად, ზურა აბაშიძე მოქმედებს ინდივიადუალურად, თუ ვინმეს დავალებით, სწორედ მისი სახელი და გავრის გამო, რომელსაც ის ატარებს, ეს ორმაგად სამარცხვინოა". - ამბობს თინა ხიდაშელი "ტვ პირველის' პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები