დღეს ქვეყანას "რუსული ოცნების" ვასალური რეჟიმი მართავს - ბეჟაშვილი ფარულ ჩანაწერზე
დღეს ქვეყანას "რუსული ოცნების" ვასალური რეჟიმი მართავს - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ზურაბ აბაშიძისა და კრემლის პროპაგანდისტის, მარკ ზილბერკვიტის ფარულ აუდიო-ჩანაწერს.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ არასერიოზული იქნება მხოლოდ ზურაბ აბაშიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რადგან მთლიანად „ქართული ოცნება“ არის ჩართული რუსეთთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებში და ეს დასტურდება უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენითაც.
"ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი ვასალური დამოკიდებულება აქვს "ქართულო ოცნების" ხელისუფლებას პუტინის რეჟიმის მიმართ. ეს ადასტურებს ფაქტებს, რომელიც მანამდე არაერთხელ გაჟღერდა: გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების კავშირებს "ეფესბეს" მაღალჩინოსნებთან, ლავროვის შვილის ვიზიტი - ყველაფერი ეს ადასტურებს იმას, რომ დღეს ქვეყანას მართავს არა „ქართული ოცნება“, არამედ რუსული ოცნება. ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი და ამ პრიზმიდან უნდა შევაფასოთ ქართული ოცნების საქმიანობა. დღეს ქვეყანას მართავს ვასალური რეჟიმი "რუსული ოცნების", - განაცხადა ბეჟაშვილმა.