მსგავსი არასერიოზული საკითხები, ჩემთვის უინტერესოა - მაჭარაშვილი ფარულ ჩანაწერზე
"ხალხის ძალის" დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს სასაცილოდ არ ჰყოფნის ზურაბ აბაშიძისა და კრემლის პროპაგანდისტის, მარკ ზილბერკვიტის ფარული აუდიო-ჩანაწერი.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ მსგავსი არასერიოზული საკითხები მისთვის უინტერესოა.
მსგავსი არასერიოზული საკითხები, ჩემთვის არის უინტერესო. ნწ ნწ ნწ... უნდა წავიდე და მინისტრუის მოადგილეს კითხვა დავუსვა". - ამბობს მაჭარაშვილი.
ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.
მოგვიანებით ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას კი პირადად უგზავნის.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.