"ოცნება" იმდენად პრორუსული ხელისუფლებაა, რომ მათ არანაირი ჩანაწერის გამოქვეყნება არ სჭირდება - კუპრაძე
"ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, "ოცნება" იმდენად პრორუსული ხელისუფლებაა, რომ მათ არანაირი ჩანაწერის გამოქვეყნება არ სჭირდება.
კუპრაძე ამბობს, რომ რაღაც 2 წუთში შეიძლება იყოს მოქცეული ხელისუფლების მთლიანი სახე, როგორ კომუნიკაციას ამყარებს კრემლთან.
"ქართული ოცნება" იმდენად პრორუსული ხელისუფლებაა, რომ მათ არანაირი ჩანაწერის გამოქვეყნება არ სჭირდება. ამაში დარწმუნებულია პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი პარტნიორები. კიდევ ერთი დასტური შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ ძალიან მარტივად, სულ რაღაც 2 წუთში იყოს მოქცეული ხელისუფლების მთლიანი სახე, როგორ კომუნიკაციას ამყარებს კრემლთან, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.
მოგვიანებით ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას კი პირადად უგზავნის.