ვერ გაგვაჩუმებენ, გიორგი დავითაძის საქმეს გადაყვება ეს ხელისუფლება - ირმა ინაშვილი
“პატიროტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ პატიმარ დავითაძის საქმეს ეს ხელისუფლება და კობახიძის რეჟიმი გადაწყვება.
როგორც ის ამბობს, ხელისუფლების რეაქციამ მას აჩვენა, რომ საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე წარმოუდგენია, სხვა შემთხვევაში ასეთი ზედაპირული განცხადებები არ გაკეთდებოდა მათი მხრიდან.
ინაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ და ეს საქმე ასე არ დატოვონ.
ხელისუფლების რეაქციამ მაჩვენა, რომ საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე წარმომედგინა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ასეთი განცხადებები, ძალიან ზედაპირული, როგორც სახალხო დამცველის მხრიდან.
ვერ გაგვაჩუმებენ. გიორგი დავითაძის საქმეს გადაყვება ეს ხელისუფლება. თუ სააკაშვილი, რეალურად მოხდა ისე, რომ იმ სისტემის მხილებას გადაყვა და წაბრძანდა და ჩვენი მონაწილეობა იყო ამაში დიდი, ეს ხელისუფლება და კობახიძის მმრთველობა ამას უნდა გადაყვეს. მე ვერ გეტყვით, ეს არის თუ არა სისტემური, რადგან სისტემური რომ დადასტურდეს, ამას კიდევ ბევრი ფაქტი სჭირდება, მაგრამ ის რაც გამოიკვეთა, ლაშა ჩაჩანიძის, ომარ ფურცელაძე დღეს გამოვიდა კიდევ მე-6 დაწესებულებიდან, მან გაავრცელა ინფორმაცია, შიმშილობა მიდის იქ. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ განგაშის ზარია ჩამოსარეკი. ეს ხელისუფლება იმას კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ხელფასიან და ჰონორარ გადახდილ ტროლ-ბოტებს აშავებინებდეს ადამიანებს, არამედ უნდა გამოდიოდეს და საზოგადოებას ეუბნებოდეს. არის პრობლემა, ჩვენ ამას შევისწავლით, სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს და მოგაწვდით ინფორმაცია, მაგრამ ამას როგორ იტყვიან, როცა მათი ტაქტიკა ასეთია - კითხვას დასვამ? ცუდი ხარ, არ მოგწონს? ცუდი ხარ, აკრიტიკებ? ცუდი ხარ, - განაცხადა ინაშვილმა.