წვეულებიდან, სადაც ღარიბაშვილი იყო, ისმოდა - "ეგენი დააკავეთ" - რას უყვება "პირველებს" ბრიუსელიდან ქართველი ემიგრანტი
ხმაური იყო გუშინ საღამოს ბრიუსელში - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველმა ემიგრნტებმა "რუსეთის მონა" ეძახეს.
საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებიც საქართველოს პრემიერმა დაბლოკა, აქცია გამართეს და ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებები შეძახილებით გააპროტესტეს.
ბელგიაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბაშვილმა ისინი შევხედრაზე იმიტომ არ მიიპატიჟა, რომ ევროპის დედაქალაქში რადიკალებად არიან მიჩნეულები.
ემიგრანტი ასევე ემზარ კვარაცხელიას დაკავებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კვარაცხელია იმის გამო დააკავეს, რომ იგი წვეულებაზე შესვლას ცდილობდა.
ემიგრანტი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ შიგინდან, სადაც წვეულება ტარდებოდა და სადაც პრემიერი იმყოფებოდა, შეძახილები იყო "ეგენი დააკავეთ".
ჩვენ არ დაგვპატიჟეს, მიჩნეულები ვართ ევროპის დედაქალაქში რადიკალებად, რადგან ვცდილობთ ყოველთვის დავაფიქსიროთ ჩვენი კრიტიკული აზრი და საკმაოდ თვითიზოლაციის პირობებში იმყოფება ამჟამინდელი საელჩო და ჩვენი გუნდის წევრი. ემზარ კვარაცხელია დააკავეს ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ იგი შეეცადა შესულიყო ამ წვეულებაზე, რაც გუშინ გაიმართა. აგრესიულობი იყვნენ და ძალიან ცუდად მოიქცნენ, არ ვიცი ეს ბატონი პრემიერის დაცვის თანამშრომლები იყვნენ თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსის დაცვის წარმომადგენლები, რომლებმაც ღია აგრესიულობით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით კიბეებზე იძალადეს ემზოზე და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და პლიუს ამასთან ერთად შიგნიდან, სადაც ეს წვეულება ტარდებოდა შეძახილების ფონზე, რომ ეგენი დააკავეთ".- ამბობს ემიგრანტი