საქართველოს სჭირდება ოლიგარქიზაციის დამარცხება, როგორ მიაღწევს ამას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია - ჰერჩინსკი
მესამე სექტორის მიერ ორგანიზებულ კონფერენცია სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელიც ნახევარი საათი საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.
ტრიბუნიდან, მან, კიდევ ერთხელ შეახსენა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება არის აუცილებელი და საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა ის პირობა, რომელიც არის გაწერილი.
ჰერჩინსკიმ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციიდან პუნტებიდან ამოღება არ გამოვა, რადგან საქართველოს სჭირდება ოლიგარქიზაციის დამარცხება, თუ როგორ მიაღწევს ამას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია
12 პრიორიტეტს შორის, რომელიც საქართველომ მიიღო, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი უმთავრესია. მისი ამოღება არ განიხილება, მითუმეტეს საქართველოს ტიპის ქვეყნებში, სადაც არსებობს გამოწვევები, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და პოლიტიკაში ვინმეს ზედმეტ ჩარევას და ჭარბ ინტერებს. საქართველოს აქვს ეს პრობლემა და ის უნდა გადაიჭრა. საქართველოს სჭირდება, რომ პოლიტიკაზე ფარული მმართველობის გავლენის პრობლემა მოაგვაროს, საქართველოს სჭირდება ოლიგარქიზაციის დამარცხება, მაგრამ როგორ მიაღწევს ამას ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. რასაც ყოველთვის ვითხოვდით არის ის, რომ ევროპული სტანდარტები ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა 2 დღის წინ, რომ არ არის მიზანშეწონილი არსებული კანონის მიღება, რადგან ის სერიოზულ რისკფაქტორს შეიცავს. პრობლემა არა პერსონალურად, არამედ სისტემურად უნდა მოგვარდეს, სწორედ ამას ამბობს დასავლეთიც და ვენეციის კომისიაც. პრობლემის სისტემური მოგვარება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასაც საჭიროებს, ისეთები როგორებიცაა პარტიების დაფინანსება, მედიის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა, სწორედ ასე გვესმის პოლიტიკაზე ფარული გავლენის მოგვარება დასავლეთში. დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოლიგარქიული გავლენის შემცირებას, - განაცხადა ჰერჩენსკმა.