15 წლის გოგოს თვითმკვლელობისა და სექსუალური ძალადობის საქმე - ბრალდებული პატიმრობაში გაუშვეს
ბათუმში, უმძიმესი ბრალდებით დაკავებული 23 წლის კაცი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულს 15 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. მსხვერპლი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომა ბათუმის სასამართლოში დაიხურა.
ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლო პროცესზე არაფერი უთქვამს.
23 წლის კაცის უფლებადამცველი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ ბრალდებული და გარდაცვლილი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდნენ და ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი და იგივე მისამართზე ცხოვრობდნენ ქალაქ ბათუმში.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი.
"სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, იმ შემთხვევაში თუკი გამოვლინდება დამატებითი გარემოებები და ფაქტები, არ გამოვრიცხავ ბრალდების დამძიმებას. საქართველოს პროკურატურას მსგავსი კატეგორიის დანაშაულთან მკაცრი დანაშაულის მკაცრი სასამართლო პოლიტიკა აქვს, მომხდარია უმძიმესი დანაშაული, რასაც არასრულწლოვანის სიკვდილი მოჰყვა, შესაბამისად ბრალდების მხარე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი. ბრალდებული და გარდაცვლილი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდნენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი და იგივე მისამართზე ცხოვრობდნენ ქალაქ ბათუმში, ვინაიდან საკმაოდ სენსიტიურ და და მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ამასთან გარდაცვლილი არის არასრულწლოვანი, მე სხვა დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დაახლოებით 2 წელი იცნობდნენ ერთმანეთს".- ამბობს პროკურორი.