დეტალებზე ვერ ვისაუბრებ - ჰერჩინსკი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, რომელიც ორშაბათს შედგა, დამატებით კომენტარს ვერ გაკეთებს.
მისი თქმით, რაც ითქვა დახურულ კარს მიღმა, დახურულ კარს მიღმა დარჩება.
ვადასტურებ, რომ ორშაბათს მიწვეული ვიყავი ევროპელ ელჩებთან ერთად საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე, ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებზე ვიმსჯელეთ, თუმცა შეხვედრა დახურული იყო და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, - თქვა ჰერჩინსკიმ.