ზურაბ აბაშიძე დამოუკიდებლად არც გადაწყვეტილებებს იღებს და არც ბოდიშების დარიგება შეუძლია - უსუფაშვილი

15.06.23 13:52
ზურაბ აბაშიძე დამოუკიდებლად არც გადაწყვეტილებებს იღებს და არც ბოდიშების დარიგება შეუძლია - უსუფაშვილი

ზურაბ აბაშიძე დამოუკიდებლად არც გადაწყვეტილებებს იღებს და არც ბოდიშების დარიგება შეუძლია  - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ფარული ჩანაწერების სკანდალს.

მისი თქმით,  ეს ფორმატი, როგორც ჩანს გასცდა იმ დანიშნულებას, რაც თავიდან უნდა ყოფილიყო.

ბოდიშს იხდიან რაზე, რომ კანონი შეასრულეს?! და ვინ შეასრულა კანონი მოქალაქეებმა დაიცვეს საქართველოს ღირსება კანონის შესრულების თაობაზე. ეს ფორმატი, როგორც ჩანს გასცდა იმ დანიშნულებას, რაც თავიდან უნდა ყოფილიყო და კი ზურაბ აბაშიძე არ არის ამ პროცესში დამოუკიდებელი ფიგურა, ის დამოუკიდებლად არც გადაწყვეტილებებს იღებს, არც ინიციატივით გამოსვლა შეუძლია და არც ბოდიშების დარიგება, - ამბობს დავით უსუფაშვილი.

ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.  საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.

მოგვიანებით  ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის  განცხადებას კი პირადად უგზავნის.

მსგავსი სიახლეები