ანგარიშვალდებულების მოთხოვნა მათი მხრიდან, ყველაზე ცუდი ნაწილი იყო - კორძაია ფარულ ჩანაწერებზე

15.06.23 14:08
ანგარიშვალდებულების მოთხოვნა მათი მხრიდან, ყველაზე ცუდი ნაწილი იყო - კორძაია ფარულ ჩანაწერებზე

"ანგარიშვალდებულების მოთხოვნა მათი მხრიდან ყველაზე ცუდი ნაწილი იყო - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი თამარ კორძაია ფარული ჩანაწერების სკანდალს.

კორძაიას თქმით, ჩანაწერში იყო საყვედური, რომ ინფორმაციებს დროულად ვერ იღებენ, ამავდროულად მძიმე მოსასმენია ბოდიშების მოსმენა.

გაგეფრთხილებინეთ მაინც, თუ ასეთი მძიმე ვითარება იყო და საყვედური, რომ სათანადოდ ინფორმაციებს ვერ იღებენ, შარში რომ არ გაეხვიონ იმიტომ, ალბათ იმიტომაც იხადა ამდენი ბოდიში ამ შემთხვევაში ზურა აბაშიძემ, ძალიან სამწუხარო და მძიმე მოსასმენია ეს იმიტომ, რომ ჩანდა ანგარიშვალდებულების მოთხოვნა მათი მხრიდან დროულად ინფორმაციის არ მოწოდების ეს იყო ყველაზე ცუდი ნაწილი, - თქვა თამარ კორძაია.

ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.  საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.

მოგვიანებით  ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის  განცხადებას კი პირადად უგზავნის.

 

მსგავსი სიახლეები