ზურაბ აბაშიძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რაც იყო აბსოლუტურად სწორი - კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე

15.06.23 13:46
ზურაბ აბაშიძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რაც იყო აბსოლუტურად სწორი - კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე

ზურაბ აბაშიძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რაც იყო აბსოლუტურად სწორი -  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელს ამართლებს.

კობახიძე ამბობს, რომ ელენე ხოშტარიამ პროვოკაცია მოუწყო კონკრეტულ ჯგუფს და სწორედ მაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს.

"რა თქმა უნდა, არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. იყო თავის დროზე კონკრეტული ინციდენტი, აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც შეასრულა ხოშტარიამ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს და ამასთან დაკავშირებით ელემენტარულად თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როდესაც ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ერთი რომ ორმაგი სტანდარტი, მეორე, ეს არის არაეთიკური ქმედება და ასე შემდეგ, ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს", - თქვა კობახიძემ.

ზონდერები, ნაცისტები, მახინჯები - ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს ზურაბ აბაშიძე კრემლის გულის მოსაგებად. ბოდიშების კასკადი თბილისიდან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო. სკანდალური ჩანაწერები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.  საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი კრემლთან დაახლოებულ რუს მუსიკოსს სთხოვს, რომ ხმა მიაწვდინოს მოსკოვის უმაღლეს ეშელონებში და გადასცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც პოზნერს და მის ამალას თბილისის ვოიაჟი ჩაუშალა.

მოგვიანებით  ბოდიშებს თბილისიდან უკვე თავად პოზნერიც იღებს. ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს არწმუნებს, რომ მთელი სახელისუფლებო ელიტა მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. პრემიერ ღარიბაშვილის  განცხადებას კი პირადად უგზავნის.

 

მსგავსი სიახლეები