შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას - რა უთხრა პრეზიდენტმა უკრაინულ გამოცემას

15.06.23 13:54
შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას - რა უთხრა პრეზიდენტმა უკრაინულ გამოცემას

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი "მთავარი არხის" მფლობელს? -  სალომე ზურაბიშვილს ეს კითხვა  Українська правда-მ დაუსვა. 

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს.

მისი თქმით, ის ამ საკითხზე პასუხისმგებლობას გრძნობს: 

გადაწყვეტილება ჩემზეა. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ.  ნაკლებია გარე ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალება. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა სხვა საკითხია. მაგრამ დისკრეციული შეწყალების უფლებამოსილება - ნებისმიერი ქვეყნისთვის, მცირე თუ დიდი, განურჩევლად კამპანიის მასშტაბისა - არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას", - ამბობს ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები