"მონებო, რუსებო, მკვლელებო" - თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოში აქციით დახვდნენ
ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან პოლიციაა მობილიზებული. მიზეზი თორნიკე რიჟვაძის უმაღლეს საბჭოში ვიზიტია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შენობაში შესასვლელად პოლიციის დახმარება დასჭირდა.
მონებო, კორუმპირებულებო, რუსებო, მკვლელებო, ამ შეძახილით მოუწია რიჟვაძეს დარბაზში შესვლა. ოპოზიციის წარმომადგენლებს მასთან კითხვები ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე და აჭარაში შექმნილ მდგომარეობაზე ჰქონდათ.