როცა ნაცი გეუბნება რომ ხარ რუსი, დედის გინება არის ადეკვატური - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას თავს ესხმის და ამბობს, რომ "ნორმალური და ადეკვატურია დედის გინება "ნაცისთვის".
მეტიც, "ქართული ოცნების" ლიდერმა ოპონენტებს "ავადმყოფები" უწოდა:
როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი, ავადმყოფები არიან მართლა, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ლელოელები, კოლექტიური ნაცმოძრაობაა ესეც და ათასი უბედურება იჯდა გუშინ ოპოზიციის მხარეს და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური. რა თმენის ვალდებულება? როგორც კი ნაცი დაგიძახებს შენ რუსს და პასუხს არ გასცემს, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად, დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს, ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა ნაცი შენ გეძახის მოღალატეს და რუსს"- თქვა კობახიძემ.
მოქალაქემ "ქართულ ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები გუშინ დააყარა. ფაქტმა მამუკა მდინარაძე წყობიდან იმდენად გამოიყვანა, რომ ოპოზიციას "დედის გინებით" დაემუქრა.