აღმოჩნდა „ნაციონალი ელგებეტე აქტივისტი“ - კობახიძე ბრიუსელში გამართულ აქციაზე
ირაკლი კობახიძე თსუ-ში, პარლამენტში და ბრიუსელში გამართულ აქციებს დაორგანიზებულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს.
რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია, რომელსაც დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია და აღმოჩნდა, რომ ეს აღშფოთებული სტუდენტი იყო 36 წლის აქტივისტი წვიმიტიძე, „ნაცმოძრაობის“, „გრიჩის“ თუ რაც არის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოების აქტივისტი. „გირჩელის“ აქციას თსუ-ში დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია.
გუშინ პარლამენტში აქციას დაარქვეს შშმ პირების აქცია - სამარცხვინო. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი აქტივისტია „ლელოელი“, „გირჩელი“ თუ რაღაცა უბედურება აქტივისტი იყო.
რაც შეეხება ბრიუსელში გამართულ აქციას, აქაც აღმოჩნდა „ნაციონალი ელგებეტე“ აქტივისტი, რომელიც აქაც აქტიურობდა, წასულა იქ და იქაც აქტიურობს.
რეალურად ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქცია და ამას რომ არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების და შშმ პირების და ემიგრანტების აქციას, ეს არის სამარცხვინო. კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული შავი ფულით ფინანსდება ასეთი აქციები: ხან სამკაციანი, ხან შვიდკაციანი, ხან ოცკაციანი, მაგრამ ეს პარტიული კოორდინაციაა“, - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ხმაური იყო გუშინ საღამოს ბრიუსელში - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველმა ემიგრნტებმა "რუსეთის მონა" ეძახეს.
საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებიც საქართველოს პრემიერმა დაბლოკა, აქცია გამართეს და ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებები შეძახილებით გააპროტესტეს.
აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ აქტივისტი, ემზო კვარაცხელია გაარიდა ტერიტორიას. ემიგრანტების თქმით, ის მაშინ დააკავეს, როცა პრემიერთან შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდა.