მმართველ პარტიას გიორგი გახარიასი ეშინია - ხოჯევანიშვილი

22.05.21 16:39
 მმართველ პარტიას გიორგი გახარიასი ეშინია - ხოჯევანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრის, გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" გიორგი გახარიასი ეშინია. 

ეს მათი მხრიდან არის მცდელობა ამ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენი ჩათრევის. მე მათ მოვუწოდებდი სიმშვიდით და ნერვიულობის გარეშე მიიღონ ის რეალობა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით და ამას ჩვენი საზოგადოება მალე შეაფასებს არჩევნებზე. ასეთ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ. პირველი რიგში იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოებას უნდა საქმის გაკეთება, ამაზე საუბარი და არა მსგავს კინკლაობაზე კომენტარების კეთება. ამ კინკლაობაში შეთრევას ცდილობენ იმიტომ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აქცენტი იყოს არა საქმის კეთებაზე, არამედ, აბსურდულ კინკლაობაზე პასუხების გაცემაზე. რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ, ამაზე კითხვა არავის აქვს", - თქვა ხოჯევნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ტყუილში დაადანაშაულა. კობახიძის  განცხადებით, გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა".  

მსგავსი სიახლეები