რატომ არ აჟრიალებდათ მაშინ, როცა ენმ-ს აქციაზე "თბილისო" რუსულ ენაზე შესრულდა - კობახიძე ოპოზიციაზე
"ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას არაფერ რუსულზე არ აჟრიალებს და ეს ჟრიალი მათი მხრიდან არის ხელოვნური.
კობახიძე იხსენებს იმ პერიდოს, როდესაც თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის დროს "თბილისო" რუსულ ენაზე შესრულდა და ოპოზიციას უსვამს კითხვას, თუ რატომ არ ავარდნენ მაშინ სცენაზე.
ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა, რატომღაც, ამავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? - იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური. ბუბა კიკაბიძის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას, არაფერ შუაში არ არის აქ, მაგრამ ნაცმოძრაობამ გამართა თავისუფლების მოედანზე აქცია, სადაც შესრულდა "თბილისო" რუსულ ენაზე. სალომე სამადაშვილს თუ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, რატომ არ ავარდა სცენაზე მაშინ? არ აჟრიალებს, სინამდვილეში ეს ჟრიალი არის ხელოვნური, პოლიტიკური ინტერესია. იმიტომ არ აჟრიალებთ სიმღერაზე, "თბილისო" რუსულ ენაზე რომ შესრულდა, ხოშტარია რუსულ რუბლებს რომ ირებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ აჟრიალებთ. რატომ? იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური". - ამბობს კობახიძე.