არცერთი პუნქტი, არც დეოლიგარქიზაცია, არ იქნება ამოღებული სიიდან - დიპლომატების პასუხი "ოცნებას"
არც ერთ პუნქტი სიიდან არ გაქრება. დიპლომატები ქართულ ოცნებას პასუხობენ. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას ესტონეთის ელჩმაც გაუგზავნა. რიინა კალიურანდი "ოცნების" ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ საქართველომ ყველა პუნქტი ზედმიწევნით უნდა შეასრულოს, მათ შორის უმთავრესი კი დეოლიგარქიცაზიაა.
ერთი წლის წინ სპეციალურად ეს 12 პრიორიტეტი საქართველომ მიიღო ევროკავშირისგან. არცერთი მათგანი, არც დეოლიგარქიზაცია, არ იქნება ამოღებული სიიდან, რადგან ყველა მათგანი პასუხობს და მიემართება სხვადასხვა სპეციფიურ პრობლემებსა და გამოწვევებს".- ამბობს რიინა კალიურანდი.